Saturday, October 1, 2016
მე-9 დღის რეფლექსია
დღეს დავასრულეთ 9 დღიანი ტრენინგი,საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო ნებისმიერი პედაგოგისთვის.ბოლო მე-9 დღეს შევისწავლეთ პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა.ყველა ჯგუფის წევრმა ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები.დღევანდელი მოდული მოიცავდა შემდეგ საკითხებსაც:1)აქტივობებს მოსწავლეთა დაწყვილებისთვის.2)პორტფოლიოს რუბრიკა.3)უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის.
Tuesday, September 27, 2016
მე–8 დღე მეტად ნაყოფიერი იყო.ჩვენ განვიხილეთ მოდული 6 და მოდული 7. კერძოდ:
–მოსწავლეთათვის დამატებითი მასალების შექმნა.
–დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა.
–მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა.
–ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.
ასევე ვისწავლეთ ფონოგრამის შექმნა სპეციალური საიტის მეშვეობით.
Saturday, September 24, 2016
ტრენინგის მე–7 დღეს განვიხილეთ მოდული 5, კერძოდ:
–მოსწავლის პროექტების შეფასება.
–შეფასების სტრატეგიების განხილვა.
–მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა.
–მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა.
ასევე ჩვენ შევისწავლეთ კოლაბორაციული შეფასება.მისი შევსება ჩვენი მოსწავლეების მაგალითზე ჯგუფურ მუშაობაში.გავეცანით გამზადებულ ჩეკლისტებს.
Monday, September 19, 2016
Sunday, September 18, 2016
Saturday, September 17, 2016
ყოველი მომდევნო ტრენინგის დღე უფრო საინტერესოა და შრომატევადი.მე–5 დღეს შევისწავლეთ შემდეგი საკითხები:
–ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება.
– 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების მიღზევა.
–ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის
–ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან.
საინტერესო და გამოყენებადია google- ში მუშაობის შესწავლა ინფორმაციის ძიების ხერხები.
დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორებს და ჩვენს ტრენერს დიმიტრი პოპოვს ასეთი ნაყოფიერი მუშაობისათვის.

Saturday, September 10, 2016
ტრენინგის მეოთხე დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა და შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.ასევე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე.
გავეცანით იმ გვერდს, სადაც შეფასების სტრატეგიებია. წავიკითხეთ და ამოვარჩიეთ, რომელიც უფრო შეესაბამება ჩვენს კონკრეტულ პროექტს.
ასევე შევისწავლეთ საკუთარი სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შექმნა.ყოველი მომდევნო ტრენინგის დღე უფრო შრომატევადია, თუმცა საინტერესოა და გამოყენებადი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის.
Tuesday, September 6, 2016
ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე უფრო საინტერესო ხდება. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, იმედია ყველაფერს დავნერგავთ სასწავლო პროცესში.
ტრენინგის მესამე დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები:
–პროექტის დაგეგმვა, სტანდარტების გათვალისწინება.
– მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.
რაც შეეხება პირველ საკითხს, მზა სახით მოგვეწოდა სტანდარტები ყველა საგანში თავისი ინდიკატორებით. რისი დახმარებითაც დავგეგმავთ პროექტს.
ძალზე საინტერესო და გამოყენებადია მეორე საკითხი, კერძოდ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. გავეცანით 3 სახის კითხვების ჩამოყალიბებას: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. პრაქტიკულად გადავიყვანეთ კითხვები სამივე ფორმით, რაც უთუოდ გამოგვადგება პროექტის დაგეგმვისას.
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სამუშაო დღისთვის.

Sunday, September 4, 2016
ძალიან ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეორე დღე. პირველი, რასაც გავეცანით იყო პროექტის მოთხოვნები. განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული მიდგომები, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. შევისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონის პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში შენახვა.
გავეცანით, როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია პროექტის დაწყების წინ. ეს არის ერთ–ერთი საკომუნიკაციო საშუალება მოსწავლის მშობლებთან, რათა ისინი აქტიურად ჩავრთოთ პროექტის განხორციელებაში. სასურველია ბროშურების შექმნაში თავად მოსწავლეებს მივაღებინოთ მონაწილეობა.
მესამე ძირითადი და უმთავრესი, რაც შევისწავლეთ არის ბლოგების შექმნა, მასში დარეგისტრირება და გამოყენება. მაალის ატვირთვა.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით. იმედია მომდევნო ტრენინგები უფრო საინტერესო იქნება პედაგოგებისთვის.

Subscribe to:
Posts (Atom)