Sunday, September 4, 2016

    ძალიან ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეორე დღე. პირველი, რასაც გავეცანით იყო პროექტის მოთხოვნები. განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული მიდგომები, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. შევისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონის პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში შენახვა.
      გავეცანით, როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია პროექტის დაწყების წინ.  ეს არის ერთ–ერთი საკომუნიკაციო საშუალება მოსწავლის მშობლებთან, რათა ისინი აქტიურად ჩავრთოთ პროექტის განხორციელებაში. სასურველია ბროშურების შექმნაში თავად მოსწავლეებს მივაღებინოთ მონაწილეობა.
     მესამე ძირითადი და უმთავრესი, რაც შევისწავლეთ არის ბლოგების შექმნა, მასში დარეგისტრირება და გამოყენება. მაალის ატვირთვა.
    კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით. იმედია მომდევნო ტრენინგები უფრო საინტერესო იქნება პედაგოგებისთვის.

1 comment:

  1. კარგია, რომ თქვენ დაინახეთ, თუ რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს პროექტი, დაუკავშირეთ თქვენი პრაქტიკული საქმიანობა ტრენინგზე მიღებულ ცოდნას. აფასებთ თითოეული კომპონენტის საჭიროებას პროექტისთვის

    ReplyDelete