ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე უფრო საინტერესო ხდება. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, იმედია ყველაფერს დავნერგავთ სასწავლო პროცესში.
ტრენინგის მესამე დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები:
–პროექტის დაგეგმვა, სტანდარტების გათვალისწინება.
– მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.
რაც შეეხება პირველ საკითხს, მზა სახით მოგვეწოდა სტანდარტები ყველა საგანში თავისი ინდიკატორებით. რისი დახმარებითაც დავგეგმავთ პროექტს.
ძალზე საინტერესო და გამოყენებადია მეორე საკითხი, კერძოდ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. გავეცანით 3 სახის კითხვების ჩამოყალიბებას: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. პრაქტიკულად გადავიყვანეთ კითხვები სამივე ფორმით, რაც უთუოდ გამოგვადგება პროექტის დაგეგმვისას.
დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სამუშაო დღისთვის.
ძალიჯ კარგი, რომ აფასებთ პროექტის თვითელ კომპონენტს, აღწერთ მათ საჭიროებას.
ReplyDelete