Tuesday, September 27, 2016

მე–8 დღე მეტად ნაყოფიერი იყო.ჩვენ განვიხილეთ მოდული 6 და მოდული 7. კერძოდ: –მოსწავლეთათვის დამატებითი მასალების შექმნა. –დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა. –მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა. –ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე ვისწავლეთ ფონოგრამის შექმნა სპეციალური საიტის მეშვეობით.

Saturday, September 24, 2016

ტრენინგის მე–7 დღეს განვიხილეთ მოდული 5, კერძოდ: –მოსწავლის პროექტების შეფასება. –შეფასების სტრატეგიების განხილვა. –მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. –მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. ასევე ჩვენ შევისწავლეთ კოლაბორაციული შეფასება.მისი შევსება ჩვენი მოსწავლეების მაგალითზე ჯგუფურ მუშაობაში.გავეცანით გამზადებულ ჩეკლისტებს.

Monday, September 19, 2016

გამოვარჩევდი ინტერესის მხრივ და დატვირთულობით ტრენინგის მე-6 დღეს. შევისწავლეთ პრეზენტაციების ბლოგზე ატვირთვა.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება. ასევე შევისწავლეთ პრეზენტაციის დრაივზე ატვირთვა,გაზიარება და შემდეგ დრაივიდან ბლოგზე ატვირთვა.

Saturday, September 17, 2016

  ყოველი მომდევნო ტრენინგის დღე უფრო საინტერესოა და შრომატევადი.მე–5 დღეს შევისწავლეთ შემდეგი საკითხები:
    –ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება.
   –  21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების მიღზევა.
   –ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის
   –ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან.
 საინტერესო და გამოყენებადია google- ში მუშაობის შესწავლა ინფორმაციის ძიების ხერხები.
   დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორებს და ჩვენს ტრენერს დიმიტრი პოპოვს ასეთი ნაყოფიერი მუშაობისათვის.

Saturday, September 10, 2016

 ტრენინგის მეოთხე დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა და შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.ასევე პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე. 
   გავეცანით იმ გვერდს, სადაც შეფასების სტრატეგიებია. წავიკითხეთ და ამოვარჩიეთ, რომელიც უფრო შეესაბამება ჩვენს კონკრეტულ პროექტს.
   ასევე შევისწავლეთ საკუთარი სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შექმნა.ყოველი მომდევნო ტრენინგის დღე უფრო შრომატევადია, თუმცა საინტერესოა და გამოყენებადი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის.

Tuesday, September 6, 2016

   ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე უფრო საინტერესო ხდება. ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, იმედია ყველაფერს დავნერგავთ სასწავლო პროცესში.
     ტრენინგის მესამე დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები:
     –პროექტის დაგეგმვა, სტანდარტების გათვალისწინება.
     – მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება.
   რაც შეეხება პირველ საკითხს, მზა სახით მოგვეწოდა სტანდარტები ყველა საგანში  თავისი ინდიკატორებით. რისი დახმარებითაც დავგეგმავთ პროექტს.
   ძალზე საინტერესო და გამოყენებადია მეორე საკითხი, კერძოდ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. გავეცანით 3 სახის კითხვების ჩამოყალიბებას: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. პრაქტიკულად გადავიყვანეთ კითხვები სამივე ფორმით, რაც უთუოდ გამოგვადგება პროექტის დაგეგმვისას.
   დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სამუშაო დღისთვის.

Sunday, September 4, 2016

    ძალიან ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეორე დღე. პირველი, რასაც გავეცანით იყო პროექტის მოთხოვნები. განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული მიდგომები, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. შევისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონის პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში შენახვა.
      გავეცანით, როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია პროექტის დაწყების წინ.  ეს არის ერთ–ერთი საკომუნიკაციო საშუალება მოსწავლის მშობლებთან, რათა ისინი აქტიურად ჩავრთოთ პროექტის განხორციელებაში. სასურველია ბროშურების შექმნაში თავად მოსწავლეებს მივაღებინოთ მონაწილეობა.
     მესამე ძირითადი და უმთავრესი, რაც შევისწავლეთ არის ბლოგების შექმნა, მასში დარეგისტრირება და გამოყენება. მაალის ატვირთვა.
    კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით. იმედია მომდევნო ტრენინგები უფრო საინტერესო იქნება პედაგოგებისთვის.